ანა დოლიძე: ჩნდებოდა ეჭვი, რომ „აწარმოე საქართველოში“ კორუფციისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ბიზნესების წახალისების კერას წარმოადგენს
19-10-2020, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კორონა ვირუსის პერიოდში ბანკების ვალის გამო ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრდა, 10 ათასობით ადამიანა დაკარგა სამუშაო ადგილები და  მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკის და შიმშილის პირას დარჩა. ამ დროს ქვეყნაში არის ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების მფარველობით, პანდემიის პირობებშიც ხელს ითბობენ და ახერხებენ გამდიდრებას. ამის მაგალითია  „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ სახელმწიფო პროგრამის „საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარები,“ - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ბრიფინგზე, სადაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს  მიერ სავარაუდოდ არამიზნობრივად გაცემულ სახელმწიფო თანხებზე ისაუბრა.

 

 

ანა დოლიძის თქმით, ჩნდებოდა ეჭვი, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  კორუფციისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ბიზნესების წახალისების კერას წარმოადგენს. აქედან ჩანს, რომ სახელმწიფო კეთილდღეობა არ ნაწილდება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. ამიტომ მომავალი ხელისუფლების სამართალდამცავმა ორგანოებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში დახარჯული სახელმწიფო სახსრები.  

 

 

„იკვეთება 3 კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ახერხებენ დაფინანსების მიღებას - ესენია: ბიზნესგაერთიანება, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესს, მეორე - „ქართული ოცნების“ შემომწირველები და მესამე - ახლად დაარსებული კომპანიები, რომლებსაც არანაირი ბიზნესსაქმიანობის გამოცდილება არ გააჩნიათ.  

 

 

პირველ ჯგუფს წარმოადგენს ბიზნესმენ სოსო და ლევან ფხაკაძეების მიერ ივლისში დარეგისტრირებული კომპანია შპს კიოსკ ჯორჯია, რომელმაც მიიღო საბანკო სესხთან დაკავშირებული გარანტია - 1 575 000 ლარის ოდენობით. ფხაკაძეების ოჯახი არაერთ ბიზნესს ფლობს საქართველოში და მათი კომპანიები მსხვილი გადამხდელები არიან. შესაბამისად, ვერ წარმოადგენენ იმ წვრილ და საშუალო ბიზნესს, რომელსაც კანონით ამ პროგრამის მხარდაჭერა სჭირდებოდა. 

 

 

მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან  „ქართული ოცნების“ შემომწირველები. მაგალითად, შპს „კლინიკა ლჯ“, სარგებლობს  283,500,00 ლარის საკრედიტო საგარანტიო პროგრამით. მისმა დამფუძნებლებმა მირიან ჭეიშვილმა, შალვა ჯიქიამ და  ზაზა ლომინაძემ ჯამში „ქართულ ოცნებას“ შესწირეს  140 875 ლარი. შპს ევროდრიპს  299,250.00 ლარის ოდენობით საკრედიტო გარანტია აქვს მიღებული . მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, დავით კაპანაძეს მმართველი გუნდისთვის შეწირული აქვს 40 ათასი ლარი. რაც შეეხება შპს ფუდ ალიანსს, მის  სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხული თანხის ოდენობა შეადგენს - 252,000.00 ლარს. მის  ერთ-ერთი მეწილეს ლევან ხუროძეს  „ ქართული ოცნებისთვის“ შეწირული აქვს 10 000 ლარი. 

 

 

საკრედიტო საგარანტიო პროგრამით სარგებლობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც არანაირი ბიზნეს გამოცდილება არ გააჩნიათ და კორონავირუსის პერიოდში დაფუძნდნენ, მაგალითად „შპს სმარტერ“ და შპს გარანტი,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი