ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძე შვილებთან ერთად, კახეთში რთველში მონაწილეობდნენ
04-10-2015, 09:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა, შვილებთან ერთად, კახეთში, რთველში მიიღეს მონაწილეობა.

 

 

მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა, ყურძენი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, კომპანია "ხარებას" ვენახებში დაკრიფეს. ღარიბაშვილი კახელ მევენახეებსაც გაესაუბრა და რთველის შესახებ მათი მოსაზრება მოისმინა. პრემიერ-მინისტრმა მევენახეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ყურძნის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

 

 


"მთავრობა, უკვე მესამე წელია, ერთსა და იმავე სუბსიდიას გასცემს - თეთრ ყურძენზე - 35 თეთრის, ხოლო საფერავზე - 15 თეთრის ოდენობით. ჩვენი მთავრობის პირობებში, ყურძენს ფასი დაედო, 4 000 ჰექტარზე მეტი ახალი ვენახი გაშენდა, რადგან გლეხს მოტივაცია გაუჩნდა, რომ ღირს ყურძნის მოყვანა. თუნდაც ამ ვითარებაში, მათ 100%-იანი მოგებით შეუძლიათ, გაყიდონ ყურძენი. მოსავალი გაორმაგებულია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყურძნის რეალიზაციის შედეგად, 300 მილიონი ლარი შემოვიდა კახეთში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მევენახეებთან საუბრისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი