საარჩევნო უბნებზე არავინ დაინფიცირდება, რადგან იქ დაცვის ყველა ზომაა მიღებული, რისკებს წინასაარჩევნო კამპანია შეიცავს, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
„არჩევნები რისკს ზრდის ერთი მიზეზის გამო, რომ საარჩევნო კამპანია ძალიან აქტიურ სტადიაშია და ის, მათ შორის მოიცავს ხალხმრავალ შეკრებებს, ამის მაგალითი იყო ბათუმში, სადაც არ იყო მიღებული ელემენტარული ზომები. თუ იმ რეგულაციებს, რაც მიღებულია ყველა აღასრულებს საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, რისკი დაბალია. თვითონ არჩევნები კი არ ქმნის რისკს, არამედ საარჩევნო პერიოდი, რადგან საარჩევნო უბნებზე ისეა ყველაფერი დალაგებული, ისეთი ზომებია მიღებული ყველა პირობის დაცვის თვალსაზრისით, რომ იქ არავინ დაინფიცირდება. საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.