გიგა ბოკერია: საზოგადოება უნდა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ცვლილებებს, ვერანაირი მანიპულაცია ამას წინ ვერ დაუდგება
20-10-2020, 16:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქვეყანაში დღეს გარდამტეხი ცვლილებების დროა და „ევროპულ საქართველოს“ აქვს სწორედ შემუშავებული ისეთი პროგრამა, რაც საჭირო ცვლილებებს უზრუნველყოფს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“  წევრმა, გიგა ბოკერიამ.

 

 

ბოკერიას გაცხადებით, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა ცვლილებებს. 

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ყველასთვის ობიექტური პრობლემაა, ჩვენთან არამარტო საარჩევნო თვალსაზრისით, არამედ ოჯახების შენახვის და ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის საკითხი არის დამძიმებული ივანიშვილის და მისი სამარცხვინო გუნდის არასწორად გადადგმული ნაბიჯებით. ყველანი ვიმკით ივანიშვილის და მისი გარემოცვის მმართველობის შედეგს. ყველა ამ ბარიერის მიუხედავად, ეროვნული ამოცანა არის არჩევნებზე მისვლა და ამ ვითარების შეცვლა, გარდამტეხი ცვლილებების და ამ ხელისუფლების ძალაუფლებიდან ჩამოცილების დროა, შემდეგ კი პანდემიასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებით იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც „ევროპულ საქართველოს“ აქვს შემუშავებული, რომელიც მოიტანს ამ ცვლილელებს, რაც გვჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას კატასტროფა ელოდება. ეს უკვე ვნახეთ, არათუ საარჩევნო პროცესის მომზადებაზე, არამედ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიც არის კოვიდსაწოლების გაზრდა და ცხელი ხაზის მომზადება, რათა როცა ეკონომიკა გაიხსნებოდა, ეს ყველაფერი არ გაჭედილიყო. ამაზე მაშინ არ უფიქრიათ, როცა თვეები ჰქონდათ ეკონომიკა ჩაკეტილი, როცა ეპიდვითარება იყო ნორმალური, თვითტკბობით იყვნენ დაკავებული. ჩვენი საზოგადოება ყველგან უნდა მივიდეს არჩევნებზე, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, უნდა მისცეს ხმა ცვლილებებს, ვერანაირი მანიპულაცია ამას წინ ვერ დაუდგება, თუ არის საზოგადოების ნება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გველოდება კატასტროფა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი