სასჯელაღსრულების სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბათუმის # 3 დაწესებულება აბსოლუტურად პასუხობს ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას, რასაც კანონი ითვალისწინებს შესაბამისი რეჟიმის დაწესებულებისთვის, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, "რამდენიმე დღის წინათ ბათუმის #3 დაწესებულებაში ქართული მედიის წარმომადგენლები იყვნენ შესული, რომლებმაც მინისტრთან, კახა კახიშვილთან ერთად პირადად დაათვალიერეს დაწესებულება და გაესაუბრნენ მსჯავრდებულებს. ჟურნალისტები დაწესებულების ყველა სერვისს ადგილზე გაეცნენ, მათ შორის კვების და სამედიცინო მომსახურების პუნქტები მოინახულეს.
რაც შეეხება გ.მ-ს და შ.ჯ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას - ისინი შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შეთავაზებული აქვთ ყველა საჭირო სერვისი.
ისინი ექიმის დანიშნულებით იღებენ ფსიქოტროპულ საშუალებას. როგორც თავად აცხადებენ მათ განზრახვა აქვთ ჩააბაროს ისეთი ანალიზი, სადაც გამოკვლევის დროს აღმოაჩნდება ტუბერკულოზის დაავადება და ეტაპირებული იქნებიან N19 დაწესებულებაში. უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულებს არაერთგზის ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევა, თუმცა ქონიკული ტუბერკულოზი არცერთს არ დაუდგინდა.
ორივე მსჯავრდებული N3 დაწესებულებაში არაერთგზის მონახულებული იყვნენ როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლის აჭარის რეგიონში, ასევე წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის დავით ბაციკაძის მიერ.
მსჯავრდებულ გ.მ-ს და შ.ჯ-ს სასჯელის მოხდის პერიოდში არაერთი კვლევა და მკურნალობა აქვთ ჩატარებული, ძირითადად სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მსჯავრდებული მიდრეკილია თვითდაზიანებებისკენ და სხვადასხვა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამ ხერხს ხშირად მიმართავენ ხოლმე, რაც ნეგატიურად აისახება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მსჯავრდებულებს უტარდებათ ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა, იმ შედეგების აღსაკვეთათ, რასაც თვითდაზიანებები იწვევს. ორივე მსჯავრდებული ე.წ. ქურდული ტრადიციების მიმდევარია და ხასიათდებიან როგორც რთული პატიმრები. სწორედ ამიტომ მათი გადაყვანა ღია ტიპის დაწესებულებაში (რასაც ისინი ამ ეტაპზე ითხოვენ) დაუშვებელია, რადგან საფრთხეს წარმოადგენენ სხვა მსჯავრდებულებისთვის", ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი მსჯავრდებულ გ.მ-სთვის და მსჯავრებულ ჯ.შ-სთვის სასჯელის მოხდის პერიოდში ჩატარებული გამოკვლევები, რის მიხედვითაც მათ შესაბამისი მკურნალობა დაენიშნათ და ჩაუტარდათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.