თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის ბოლო სართულის დემონტაჟი განხორციელდება
21-10-2020, 12:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძველ თბილისში, ნაკაშიძის ქ. N26-ში მიმდინარე მშენებლობა შეთანხმებული პროექტის ესკიზებს არ შეესაბამება, რის გამოც ბოლო სართულის დემონტაჟი განხორციელდება - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

 

 

„ნაკაშიძის ქ. N26-ში, ბოლო წლების განმავლობაში იდგა დანგრეული შენობა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ ყოფილა ძეგლი და ამ შენობის ადგილას კონკრეტულ კომპანიას საინვესტიციო პროექტი უნდა განეხორციელებინა, რომელიც მათ საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენთვის ეს პროექტი მისაღები იყო, რადგან ძველი თბილისის იერსახეს ხელს არ უშლიდა, თუმცა, მშენებლობის პროცესში განსხვავებული სურათი მივიღეთ, პროექტის ესკიზი და მშენებარე შენობა ერთამენთს არ შეესაბამებოდა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით და კომპანიას  ბოლო სართულის დემონტაჟი მოვთხოვეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობა ისტორიულ შენობებს და ძველ თბილისის იერსახეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

 

 

„ჩვენ ისტორიულ შენობებს, ძველ თბილისს მოწიწებით ვუდგებით. ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს  ორბელიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებში გამოიხატა. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გუდიაშვილის რეაბილიტაციას, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და ნარჩუნდება მისი ისტორიული სახე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელია, შევინარჩუნოთ ძვირფასი შენობა-ნაგებობები, რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი