მედიას დიდი როლი აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოსახლეობაში ნაკლები შფოთვა და პანიკა იყოს. შფოთვა გრიპის შემთხვევების პიკური პერიოდის დროსაც არის, მაგრამ ახლა გაცილებით მეტია, რადგან ქვეყანაში პანდემიაა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
„როდესაც გრიპის შემთხვევების პიკური პერიოდი გვაქვს, (საქართველოში ეს პერიოდი დეკემბრის შუა რიცხვებში, დეკემბრის ბოლოს არის, ან მეორე პიკია თებერვალში), შფოთვა ამ დროსაც არის, მაგრამ ახლა გაცილებით მეტია, რადგან პანდემია არის ქვეყანაში. 2008-2009 წელს, როდესაც ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი იყო, დღეს იმისი აღარ გეშინიათ. ამიტომ, პანდემიას სჭირდება დრო.
უკვე თითქმის წელიწადზე მეტია, გარღვევა ვერ მოხდა. ჯერჯერობით არც ვაქცინა არის მიყვანილი ბოლომდე, რომელიც შესაძლოა, ფართო ხმარებაში იქნას გამოყენებული. რჩება მხოლოდ ის ხუთი პრევენციული ღონისძიება, რომელზეც ხშირად ვსაუბრობ. პირველი არის პირბადის ტარება. დაბეჯითებით გეუბნებით, პანდემია არ დასრულდება ერთ, ორ, სამ, ხუთ თვეში და შესაძლოა, არც ერთ წელიწადში. ვირუსს თავისი ბიოლოგიური ციკლი აქვს, ვირუსი თანდათან დასუსტდება და სხვადასხვა გათვლებით, პანდემია შესაძლოა, ჩაცხრეს დაახლოებით ერთ წელიწადში. მაგრამ ამ პერიოდამდე ჩვენ მასთან ერთად ცხოვრება გვიწევს და ეს უნდა ვისწავლოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.