ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს სამი წლით ისეთ დასახლებებში გააგზავნიან, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმიუწვდომელია
05-10-2015, 01:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახლად დანიშნული ნოტარიუსი ვალდებული იქნება, პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობა მაღალმთიან ან ისეთ დასახლებაში განახორციელოს, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. უარის შემთხვევაში, პირი ნოტარიუსად ვერ დაინიშნება. ამას, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.


"მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს განსახილველად "ნოტარიატის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომლის მიზანს სანოტარო მომსახურებით ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომელიც აღნიშნული მომსახურების მიღების შესაძლებლობას მოკლებულია. პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.


კანონპროექტის მიხედვით, დასახლებათა ნუსხას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს. ამასთან, ახლად დანიშნული ნოტარიუსისთვის სანოტარო ბიუროს განთავსების ადგილს (დასახლებას), მის ნოტარიუსად დანიშვნასთან ერთად, იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს, ხოლო სანოტარო ბიუროს კონკრეტულ ადგილმდებარეობას, განსაზღვრული დასახლების ფარგლებში, თავად ნოტარიუსი აირჩევს.


ახლად დანიშნული ნოტარიუსებისთვის კანონპროექტი გარკვეულ სოციალურ გარანტიებს ადგენს. ნოტარიუსის წახალისებისა და მისი საქმიანობის განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, ნოტარიუსს საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას ნოტარიუსთა პალატა გაუწევს.


პროექტის მიხედვით, ნოტარიუსად დანიშვნიდან სამწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ნოტარიუსს შესაძლებლობა ექნება სანოტარო საქმიანობა იმავე დასახლებაში გააგრძელოს, ან სანოტარო ბიურო ნებისმიერ სხვა ადგილას გადაიტანოს. ამასთან, თუ ეს დასახლება იმ დროისთვის იმ დასახლებათა ნუსხაში იქნება შეტანილი, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, ნოტარიუსთა პალატა ვალდებული იქნება ნოტარიუსისთვის ფინანსური დახმარების გაწევა გააგრძელოს.


გარდა ამისა, დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებაში, ახლად დანიშნულ ნოტარიუსს ნოტარიუსთა პალატა დანიშვნისთანავე აუნაზღაურებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის გადახდილ საფასურს, რომლის ოდენობაც 150 ლარს შეადგენს.


როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სანოტარო მომსახურების მიღების შესაძლებლობა საერთოდ არ არსებობს, ან ასეთი მომსახურების მიღება უაღრესად გართულებულია. სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად 11 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას არც ერთი ნოტარიუსი არ ემსახურება, ხოლო 29 მუნიციპალიტეტში მოსახლეობას მხოლოდ ერთი ნოტარიუსი ემსახურება.


"საქართველოს დიდ ქალაქებს მიღმა, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებებში, ნოტარიუსები უარს აცხადებენ სანოტარო ბიუროების განთავსებაზე იმ მიზეზით, რომ სანოტარო საქმიანობის განხორციელების შედეგად მათ უფრო მეტი დანახარჯი აქვთ, ვიდრე შემოსავალი. შესაბამისად, დღეისათვის საქართველოში მოქმედი 252 ნოტარიუსიდან 146 ნოტარიუსი სანოტარო მომსახურებას ახორციელებს თბილისში, 12 - ბათუმში, 11 – ქუთაისში და მხოლოდ 83 ნოტარიუსი ემსახურება საქართველოს დარჩენილი ტერიტორიის შედარებით ნაკლებად დასახლებულ მუნიციპალიტეტებს", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი