ანა დოლიძემ გამოძებას მის მიმართ სავარაუდოდ უკანონო თვალთვალისა და დევნის ამსახველი მტკიცებულებები მიაწოდა
21-10-2020, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე  თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს. 

 

 

როგორც ანა დოლიძემ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას უნდა მიაწოდოს კონკრეტული მტკიცებულებები - ფოტომასალა, თუ როგორ ხდება ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ სავარაუდოდ უკანონო თვალთვალი და დევნა.

 

 

„წინა კვირას მოვიტანე კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული სახელები და გვარები, ფოტოები, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი კამპანიის წევრებზე ადევნება, თვალთვალი, ჩემი ყველა საჯარო შეხვედრის ჩაწერა და ამ შეხვედრაზე გამოსული ხალხის თვალთვალი. ახლა დამიბარა გამომძიებელმა და მასთან მომაქვს კონკრეტული ახალი ფაქტები, მანქანა, იდენტიფიცირებული პირი, მანქანის ნომერი, სახელი-გვარი და მუქარა ჩემ მიმართ. გამოძიებას აღარ ექნება შესაძლებლობა თქვას, რომ მტკიცებულებები არ აქვს ან ვერ მოიპოვებს, რადგან ჩვენ გვაქვს ფოტოები, მანქანის აღწერილობა და ვინაობა იმ ხალხის, ვინც თრგუნავენ ჩემს მხარდამჭერებს იმით, რომ ღიად, დაუფარავად არიან ადევნებული ჩემს კამპანიას და ყველაფერს იწერენ",-განაცხადა დოლიძემ.

 

 

ანა დოლიძე, საქმის დროულად და ობიექტურად გამოძიებასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა.

 

 

„წელს, მარტო მე, მეოთხე სისხლის სამართლის საქმე მაქვს მოტანილი ამ უწყებაში. ძალიან მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი მოქალაქეების დაშინებას, რაც არ უნდა ჩაიწერონ, გადაიღონ და დაამონტაჟონ. ფაქტებს, რომელსაც დღეს უწყებაში წარმოვადგენ, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მოვახსენებთ. გამოძიებას ამ უწყების მაგივრად მე ვერ ჩავატარებ, მაგრამ „საშინაო დავალება" თითქმის ყველაფერი გაკეთებულია",-განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრობს, რომ სავარაუდო უკანონო თვალთვალის უკან ხელისუფლება დგას.

 

 

„უკანონო თვალთვალი და ჩემი შეხვედრების ჩაწერა ხელისუფლებას აწყობს, ეს ცალსახაა. ვიღაც შეხვედრებს იწერს, რითაც შესაძლოა, მოსახლეობა შეაფერხოს, რომ ოპოზიციონერს არ შეხვდეს“, - განაცხადა დოლიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი