„საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვისას აცხადებს, რომ ახმოვანებს თავდამსხმელის გზავნილებს, რომელიც 500 000 დოლარს ითხოვს
21-10-2020, 17:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი, რომელიც „მთავარ არხს“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო, აცხადებს, რომ თავდამსხმელი 500 000 დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.

 

 

„შენობაში ერთ ოთახში ვიმყოფებით 19 კაცი, გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული ავტომატით, ფისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად. ამიტომ გამორიცხულია ამ სიტუაციის ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება, რადგან ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს. გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. ითხოვს უსაფრთხოების გარანტიას და აქედან უსაფრთხოდ გასვლას. მე ვიძლევი გარანტიასო, რომ 500 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, არავინ დაზარალდებაო, თუ ძალოვანი სტრუქტურები არ ჩაერევიან ძალის გამოყენების კუთხით. ადგილზე ითხოვს ამ თანხის ნაღდი სახით მოტანას. ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას ითხოვს“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

 

 

კითხვაზე, თავდამსხმელი ერთია და ის ამ ოთახის გარეთაა გამაგრებული?- კვარაცხელია პასუხობს: „არა, ახლა ჩემ გვერდით არის“.

 

 

ამასთან, კვარაცხელია აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებთან კომუნიკაცია შედგა.

 

 

„იყო საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით საათზე მეტია, აქ ვართ და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არავინ შემოსულა. მას დაპირდნენ, რომ შემოვლენ, ჯერჯერობით უცნობია, როდის“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

 

 

მისივე გამარტებით, პირდაპირ ეთერში თავდამსხმელის გზავნილებს ახმოვანებს.

 

 

კერძოდ, კითხვაზე, „თქვენ ახლა თქვენი ნებით გვიკავშირდებით, თქვენს გზავნილს ახმოვანებთ, თუ ადამიანის, რომელიც შენობაში შემოიჭრა? -კვარაცხელია პასუხობს: „არა, მე ჩემ გზავნილს როგორ ვახმოვანებ, გეუბნებით, ადამიანი გვერდზე მიდგას, რანაირად ვახმოვანებ ჩემ გზავნილს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი