ვართუი სარკსიან: ჩივთქილისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს
21-10-2020, 21:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ახალი 2020-2021 სასწავლო წელი, რომელიც 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყო, შეფერხების გარეშე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციების სრული დაცვით გრძელდება.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო დირექტორი ვართუი სარკსიან)

 


აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, ქიმია-ბიოლოგიის უფროსმა მასწავლებელმა, ვართუი სარკსიანმა განუცხადა და დაამატა, რომ სკოლა უკვე მიეჩვია მკაცრი რეგულაციებით სასწავლო პროცესის წარმართვას.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: შაქრო ხაჩატურიან, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი გაკვეთილის ჩატარების პროცესში)

 


„როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები და მათი მშობლები მაქსიმალურად არიან ჩართული იმ რეკომენდაციების შესრულებაში, რაც სახელმწიფომ განუსაზღვრა სკოლებს. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება მატულობს, ძალზე მნიშვნელოვანია ყველამ ზედმიწევნით მაქსიმალურად დავიცვათ წესები.

 

 

 

 

ჩვენს სკოლაში უმაღლეს დონეზეა დაცული ჰიგიენის ნორმები - „მოწესრიგებულია სველი წერტილები, გამართულია წყლის სისტემა, განთავსებულია დეზობარიერები, რეგულარულად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, მოქმედებს საიზოლაციო ოთახი, თუმცა, საბედნიეროდ ის დღემდე არ დაგვჭირვებია. იმედს ვიტოვებთ, რომ პანდემიის პირობებში, ამ რთულ ვითარებაში, ჩვენ მაქსიმალურად კარგად გავართმევთ თავს არსებულ გამოწვევებს“, აღნიშნა ვართუი სარკსიანმა და დაამატა:

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოები. ქალბატონი ვართუი სარკსიან მე-12 კლასში ქიმიის გაკვეთილს ატარებს)

 


„სკოლაში ამჟამად 57 მოსწავლე სწავლობს. როგორც უყურებთ, შენობა დიდი მოცულობის არ არის და აქედან გამომდინარე, სოციალური დისტანციისთვის დაწესებული ნორმის დარღვევის და სასწავლო პროცესის დაწყების საფრთხის წინაშე ვიდექით, თუმცა მოვახერხეთ კლასების ისე გადანაწილება, რომ ეს პრობლემა აღმოგვეფხვრა და სასწავლო პროცესის დაწყება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაგვეყენებინა“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვართუი სარკსიანმა, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ჩივთქილისის საჯარო სკოლის უცვლელი დირექტორია.

 

 

 


მან 2019 წლის ნოემბერში, პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების, მანამდე კი, ბიოლოგიაში გამოცდაზეც საჭირო კრედიტ-ქულის მიღების შედეგად შეძლო რომ 69 წლის ასაკში უფროსი მასწავლებელი გამხდარიყო.

 

 

 


ვართუი სარკსიანმა ისიც თქვა, რომ მარტის არდადეგების შემდეგ, 15 სექტემბერს ტრადიციულ გარემოში პირველად განახლებული სასწავლო პროცესი ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

 

 

 


„ონლაინ სწავლების დროს, ჩაკეტილ მდგომარეობაში, ნამდვილად ძნელი იყო სწავლება როგორც ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის, რადგან ერთი მხრივ, ეს სრულიად ახალი რამ იყო ჩვენთვის და ბუნებრივია, მას ტექნიკური ხარვეზებიც ახლდა თან და მეორე მხრივ, სოციალური ურთიერთობების გარეშე ძალზე რთულია ადამიანის ცხოვრება.

 

 

 

 

სკოლა ხომ სწავლის პროცესის პარალელურად დიდი ურთიერთობების კერაცაა. ეს კი გვაკლდა რამდენიმე თვე და ახლა ნამდვილად ბედნიერები ვართ იმით, რომ სასწავლო პროცესი ტრადიციულად, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვართუი სარკსიანმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი