ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა მის მიმართ არსებულ ბრალდებებს დღეს გაამრთულ ბრიფინგზე უპასუხა. დვალის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე სცემა, ტყუილია.
დავით დვალის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მავანთა პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო გამოძიების პერიოდში მის მიმართ დამატებითი კითხვების თავიდან აცილების მიზნით, თანამდებობაზე უფლებამოსილების გამოძიების დასრულებამდე შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დვალის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.