დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას გამოკითხვა მიმდინარეობს.
ბაღათურია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატებთან ერთად მივიდა.
„ის ვიცი, რომ კრიმინალურმა ბანდამ თავის დროზე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ღია სახელმწიფო ღალატი და მათი მესიჯბოქსი იყო ერთი და იგივე. მე მახსოვს, როდესაც 2012 წელს პარლამენტის სხდომაზე გამოვედი და სახელმწიფო ღალატის გამო დავსვი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. მაშინ ყველა ერთსა და იმავეს პასუხობდა, რომ თითქოს მე ვცდებოდი, ამბობდნენ, რომ დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვარი ქედზე გადიოდა და არა ქედის ქვემოთ. ქედს ქვემოთ როდესაც გადიოდა საზღვარი, ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერი საქართველოს ტერიტორიაზე ექცეოდა. ქედზე როცა ამოიწია, მონასტრის ეს მნიშვნელოვანი ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მისი თქმით, როდესაც 2012 წელს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოულოდნელად გადმოლახეს საზღვარი და დადგნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და საშოპინგოდ იტალიაში წავიდა.
„პრეზიდენტი და მისი გუნდი კი მიმტკიცებდა, რომ ეს ყოველთვის აზერბაიჯანის ტერიტორია იყო. ეს განაცხადა პრეზიდენტმა ჩემს ბრალდებებზე. ასევე იგივე პოზიცია ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრს. ყველას ჰქონდა ერთი და იგივე პოზიცია, მაგალითად, ჩემს კოლეგა დარჩიაშვილსაც“, – განაცხადა ბაღათურიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.