ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში, ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.
შემოღობილ ტერიტორიაზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, განთავსდება საბავშვო ზონა ატრაქციონებით, დამონტაჟდება სკამები, სანაგვე ურნები. კეთილმოწყობილ სკვერში მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, უკვე დამონტაჟდა განათების ბოძები, ასევე, დაირგო მცენარეები და მხატვრების მიერ მოიხატა კედლები.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე შევქმნათ, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვცდილობთ სკვერები, რომლებითაც ისარგებლებენ ბავშვები და უფროსები, იყოს კომფორტული, ლამაზი და ხარისხიანი. ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობასაც, რომ გაუფრთხილდნენ გარემოს და ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.
ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს.
მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში 14 დასასვენებელი სივრცე მოეწყო, კიდევ რამდენიმე მისამართზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.