ლიბერთი ბანკსა და უცხო ენების სწავლების კომპანია Lingwing შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთი მხარს დაუჭერს 500 აბიტურიენტის მომზადებას ინგლისურ ენაში
22-10-2020, 17:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, ლიბერთი ბანკსა და უცხო ენების სწავლების კომპანია Lingwing შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთი მხარს დაუჭერს 500 აბიტურიენტის მომზადებას ინგლისურ ენაში. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ასევე უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების უცხო ენაში უსასყიდლოდ მომზადებას.

 

 

Lingwing უცხო ენების სწავლების ერთადერთი ქართული პლატფორმაა, რომელიც 4 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. Lingwing-ზე 200 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. პლატფორმა გამოირჩევა უნიკალური სწავლების მეთოდით, რომელიც მომხმარებლების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს და ოთხივე უნარს ერთდროულად ავითარებს უცხო ენის სწრაფად ასათვისებლად.

 

 

,,მოხარული ვარ, რომ ამ პროგრამის განხორციელება იწყება. გულწრფელი მადლობა ლიბერთის. ჩვენ ყველა წინა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ პროექტი წარმატებული იყოს, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ახალი პროექტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ლიბერთის ახალმა და ახალგაზრდულმა გუნდმა ნამდვილად კარგად იცის, ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული ინვესტიციის მნიშვნელობა.“- ვატო ველიაშვილი, Lingwing-ის თანადამფუძნებელი.

 

 

,,ჩვენ ვაგრძელებთ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამას ლიბერთი #გულით და ამ პროექტში ჩართვით გვინდა ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ ქართული კომპანიის მიმართ, რომელსაც აქვს უცხო ენის შესწავლის ინოვაციური და ეფექტური პლატფორმა. ასევე, მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანადგომით 500-ზე მეტი აბიტურიენტი შეძლებს სასურველი უცხო ენის შესწავლას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების მომზადებას. მათ ხომ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

 

 

მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობა ეხმიანება ერთის მხრივ, ბანკის სტრატეგიას იყოს მცირე და საშუალო ბიზნესების პარტნიორი და მხარდამჭერი, მეორეს მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განათლებას.“ - გიორგი მაკარიძე, ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

 

 

პროექტში ჩართვის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა https://lingwing.com/ka/student 15 ნოემბრამდე. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აბიტურიენტების შერჩევას მოახდენს კომპანია Lingwing სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

 

 

ანა ლატარია

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი