უამრავი ქვეყანაა, სადაც ანალოგიური ტიპის დანაშაული ფიქსირდება და მათ შორის არის ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებული საპოლიციო და სამართალდამცავი სისტემის მქონე ქვეყნები, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, ზუგდიდში გუშინ ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციაზე საუბრისას.
„უამრავი ქვეყანაა, სადაც ანალოგიური ტიპის დანაშაული ფიქსირდება და მათ შორის არის ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებული საპოლიციო და სამართალდამცავი სისტემის მქონე ქვეყნები. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის ეს სისტემური, სისტემური პრობლემები იკვეთება კრიმინალის ტენდენციებში და ტენდენციებთან დაკავშირებით, მაგალითად, რამდენი იყო განზრახ მკვლელობის რაოდენობა წინა ხელისუფლების პირობებში და რამდენია ახლა, რამ განაპირობა ის, რომ ორჯერ არის შემცირებული საქართველოში განზრახ მკვლელობების რაოდენობა, ტენდენცია ეს არის და არა ერთჯერადი დანაშაული, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს კონკრეტული დანაშაული“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ განაცხადა, მედიას დამატებითი ინფორმაცია სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ექნება.
„სპეცოპერაცია როდესაც დასრულდება ყველა დეტალთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ სპეცოპერაცია დასრულებული არ არის, არ გაქვთ სრული ინფორმაცია, რაც არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, როდესაც საუბარია მიმდინარე სპეცოპერაციაზე, ნებისმიერი დეტალის გამჟღავნებამ შეიძლება პრობლემა შეუქმნას ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, დანარჩენი არის სპეკულაციები. მოვისმინეთ ძალიან ბევრი სპეკულაცია პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის იურისტი პოლიტიკოსების მხრიდან და ძალიან ნათელია, რომ ეს არის სპეკულაციები, რადგან ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ვიდრე ოპერაცია არ დასრულდება, მანამდე დეტალების გამჟღავნება არის საფრთხის შემცველი ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი და რა არის გაუგებარი, არ მესმის“, – განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.