საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ახალ თანამდებობაზე მუშაობა დღეს დაიწყო. კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დღეს სამუშაოზე პირველად გამოცხადდა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"უნდა შევხვდე ყველა თანამშრომელს. ასევ, ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ და 21-წლამდე ნაკრებს აქვთ თამაშები. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პრობლემებია საორგანიზაციო კუთხით და შევეცდებით ამ პრობლემების მოგვარებას. ეს დღე არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის არის ბედნიერი დღე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ძალიან ბევრი ადამიანია ფედერაციაში, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და არიან პროფესიონალები. მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მომიწევს მუშაობა. შევისწავლი ყველა პრობლემას, რომელიც არსებობს და გავეცნობი", - განაცხადა კობიაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა პროფესიონალი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა, განაგრძობს მუშაობას სფფ-ში. რაც შეეხება ხელმძღვანელ პოსტებს, კობიაშვილი ამ საკითხზე აღმასკომის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.