ვახტანგ გომელაური: შეიძლება, ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ჩემმა ერთმა სიტყვამაც შეიძლება გამოძიებას ხელი შეუშალოს, გვაცადეთ
22-10-2020, 18:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე შეიძლება, ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ შესაძლოა, ჩემმა ერთმა სიტყვამაც გამოძიებას ხელი შეუშალოს, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

 

 

„მე შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ შესაძლოა, ჩემმა ერთმა სიტყვამაც გამოძიებას ხელი შეუშალოს და გაფუჭდეს თემა. გვაცადეთ. დღეს დილით დამთავრდა ეს ღონისძიება, ხომ? პირველი ამოცანა, რაც იყო, ადამიანების გადარჩენა, შესრულდა, 43 მძევალი გავათავისუფლეთ, არც ერთი მათგანი დაშავებული არ არის. მეორე ეტაპია ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ“, – განაცხადა გომელაურმა.

 

 

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ „საქართველოს ბანკში“ შეჭრილ თავდამსხმელს თანამზრახველი ჰყოლოდა, გომელაურმა უპასუხა, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის, თუმცა გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

 

 

„წინასწარ ვერ გეტყვით ვერც ერთ თემას. მესმის, რომ ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. შეიძლება, იმ 43 ადამიანში ათი იყო მისი თანამზრახველი. ვერავინ ვერ იტყვის ამას, იყო თუ არა. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ დააბრალო ადამიანებს რაღაც მტკიცებით ფორმაში. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა გომელაურმა.

 

 

მისი თქმით, ფულადი თანხა, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელმა წაიღო, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა არ ყოფილა. 

 

 

მისივე განმარტებით, განმარტებით, თანხა „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა, რომლის ფილიალზეც თავდასხმა განხორციელდა, ხოლო ფული თავდამსხმელთან სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ მიიტანა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი