გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
როგორც საქართველოს პირველ არხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს, მიქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია.
პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კანონმდებლობით აღნიშნული თანამდებობა საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუთავსებელია. მათივე ცნობით, მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა ამ მიზეზით დატოვა.
ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივანს 30 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა 28-ე რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩევენ.
გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად 2017 წლის 24 ივნისს აირჩიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.