საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კოდექსზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებული არჩევნების ჩატარების პროგრესის კურსი უნდა შენარჩუნდეს.
ნორლანდის განმარტებით, კოდექსზე პოლიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილება, რათა მოხდეს სამართლიანობის აღქმის მაქსიმალური ზრდა, რადგან, მისივე განცხადებით, კოდექსთან დაკავშირებით ოპოზიციას გარკვეული შენიშვნები აქვს.
"ის ნამდვილად მნიშვნელოვანია საქართველოს საარჩევნო პროცესისთვის, მაგრამ კოდექსი გახლავთ ისეთი რამ, რაზეც თავად პოლიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილება, რათა მოხდეს სამართლიანობის აღქმის მაქსიმალური ზრდა და იმის ურუნველყოფა, რომ თითოეული ხმა იქნება დათვლილი და გათვალისწინებული არჩევნების შედეგებში. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებული, არჩევნების ჩატარების პროგრესის კურსი უნდა შენარჩუნდეს და უნდა უზრუნველყოფილი იქნას ის პრინციპი, რომელიც ახასიათებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს", – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.