თბილისში დღეს არსებული ავტობუსების ახლით ჩანაცვლება მომავალი წლიდან დაიწყება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, დედაქალაქის ავტოპარკი სრულად, თუმცა დროში გაწერილი სქემის მიხედვით განახლდება.
"საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით ჩვეულ უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ვმუშაობთ "იბიარდისთან". გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხარდაჭერაც და მომავალი წლის გარკვეულ პერიოდში თბილისში გვეყოლება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი",-აღნიშნა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, იგეგმება თბილისში არსებული ავტოპარკის სრულად შეცვლა, თუმცა დროში გაწერილი სქემით.
"როგორი იქნება ქმედებები, ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, რადგან ამ საკითხთან მიმართებაში პროგრესი გვაქვს", - განაცხადა ლექვინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.