მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალ სასწავლო ცენტრში ინგლისური ენის სწავლების მეორე ეტაპი დაიწყო.
სასწავლო ცენტრში სწავლება განსაზღვრულია ნებისმიერი ასაკის და სპეციალობის მსურველთათვის.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტისა და ევროპის უნივერსტეტს შორის, მიმდინარე წლის მარტის თვეში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ბეჩოს თემში, გაიხსნა ევროპის უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი. პროექტს ხელძღვანელობენ და კოორდინაციას უწევენ, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები, ფილოლოგიის დოქტორები, ფიქრია თორია და ნანა ახობაძე და მათი წარმომადგენელი ბეჩოს თემში, არკადი კვიციანი.
სასწავლო ცენტრი ბეჩოს ადმინისტრაციული შენობის ბაზაზე გაიხსნა, ოთახების რემონტი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო, რისთვისაც ადილობრივი ბიუჯეტიდან 44 997 დაიხარჯა. ინვენტარი და ინგლისური ენის სახელმძღვანელოები კი ევროპის უნივერსიტეტმა გადასცა.
სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია. ამ ეტაპზე 90-ამდე არის რეგისტრირებული. გარდა ინგლისური ენის კურსებისა, სასწავლო ცენტრში იგეგმება სხვადასხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით სწავლება. მომდევნო ეტაპზე ევროპის უნივერსიტეტი გეგმავს კომპიუტერების გადაცემას და შესაბამისად იქნება სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.