კობა კობალაძე: ბრისტოლში რაგბის თამაშზე ბიუჯეტის ფულით არ ვყოფილვართ
05-10-2015, 02:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის კობა კობალაძის განცხადებით, ბრისტოლში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საკრებულოს წევრებმა საკრებულოს უკვე სრული და დეტალური ხარჯთაღრიცხვა წარუდგინეს. როგორც კობალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ვიზიტი არა 30, არამედ 20 000 ლარი დაჯდა. აქედან ბოლო 2 დღე კი, საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, ვიზიტორებმა პირადი თანხებით დაფარეს.


რაც შეეხება დეპუტატების რაგბის თამაშზე დასწრებას, კობალაძის თქმით, საქართველოდან ჩასული სტუმრები რაგბიზე მასპინძელმა მხარემ, „ბრისტოლ თბილისის“ ასოციაციის პრეზიდენტმა დერეკ აიკაპმა პირადად დაპატიჟა, მათი გადაადგილებისა და ბილეთის ხარჯებიც სწორედ მასპინძლებმა გაიღეს.


უშუალოდ ვიზიტის მიზეზი კი, საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, მთელი რიგი პრობლემური საკითხების კუთხით ბრისტოლის მაგალითისა და გამოცდილების გაზიარება იყო.


„ბრისტოლში ვიზიტი დაახლოებით 20 000 ლარი დაჯდა. ამას დაემატა ის, რომ ბოლო 2 დღე დელეგაციის წევრები ჩვენი პირადი თანხებით ვიყავით. ვიზიტი, რომელიც „ბრისტოლ – თბილისის ასოციაციის“ და მისი პრეზიდენტის დერეკ პიკაპის მოწვევით გაიმართა, საკმაოდ პროდუქტიული იყო. ჩასვლის დღესვე შეხვედრა გავმართეთ ბრისტოლის მერთან ჯორჯ ფერგიუსონთან. მასთან ერთად ჩვენ კონკრეტული საკითხები განვიხილეთ, მათ შორის სატრანსპორტო, სოციალური, ფინანსური და ტურიზმის განვითარების საკითხებიც იყო. ჯამში 11 შეხვედრა გაიმართა. ვიმსჯელეთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის საკითხებზე, მოვინახულეთ სოციალურად შეჭირვებულთა საცხოვრისები და გავეცანით მათი ცხოვრების პირობებს. რაც შეეხება რაგბის თამაშზე დასწრების საკითხს. გეტყვით, რომ ამ თამაშისთვის ჩვენ არანაირი თანხა არ გაგვიღია, ამ თამაშზე ჩვენ მასპინძელმა მხარემ და დერეკ პიკაპმა დაგვატიჟა. ვიმგზავრეთ მისი პირადი ავტომობილით და მათივე გამოყოფილი თანხებით შეგვიძინეს ბილეთები. ამ თამაშზე არც ბიუჯეტის და არც ჩვენი პირადი ფული – არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. ვიზიტის შესახებ სრული და დეტალური ანგარიში უკვე წარვუდგინეთ საკრებულოს“,- აღნიშნა კობა კობალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი