საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და პანდემიის პირობებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ვიდეოკონფერენციის ძირითადი თემები.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა, პანდემიის პირობებში კენჭისყრის დღეს უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობაზე. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა, რათა არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი, ისევე როგორც ამომრჩევლის, უსაფრთხოება კორონავირუსის გათვალისწინებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც პანდემიის, ასევე წინასაარჩევნო პერიოდისას დეზინფორმაციის უარყოფით გავლენებზე. ნათია მეზვრიშვილმა და კახაბერ ქემოკლიძემ ისაუბრეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და განაცხადეს, რომ კრიზისის მართვის პირველი დღიდან საქართველოს მთავრობა აგრძელებს საზოგადოებისთვის დროული და სანდო ინფორმაციის მიწოდებას, რათა დეზინფორმაციით გამოწვეული უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე შემცირდეს.
ვიდეოკონფერენციაში NDI-ის მხრიდან - ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრისტინ ვაითმენი, NDI-ის ევრაზიის პროგრამების რეგიონული დირექტორი ლორა ჯუიტი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილემი, NDI-ის არჩევნების გუნდის წევრი სარა კუპერი და NDI-ის საქართველოს საპარლამენტო პროგრამის მენეჯერი თეონა ყუფუნია მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.