საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები პრემიერ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
24-10-2020, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

 

აღინიშნა, რომ ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ინფექციის გავრცელების შენელების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების აუცილებლობას, რამდენადაც პირბადე, მსოფლიოში დღემდე დაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.

 

 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

 

 

როგორც ეპიდემიოლოგებმა აღნიშნეს, თუ მოქალაქეების 90% გამოიყენებს პირბადეს ყველგან, ინფექციის გავრცელება 70%-ით შემცირდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს.

 

 

სამუშაო შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ამიერიდან, PCR-ტესტებთან ერთად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ევროკავშირშიც გამოიყენება. შესაბამისი ცვლილება სტრატეგიაში, ევროკავშირის ქვეყნებმა, ისევე, როგორც საქართველომ უკვე განახორციელეს. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დღეს უკვე აღიარებულია, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციებით, ასევე - აშშ-ის წამლის სააგენტოს მიერ.

 

 

შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პირები ან მსუბუქი შემთხვევები, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც მკურნალობას ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროებში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით გააგრძელებენ, ხოლო სტაციონარებში მხოლოდ მძიმე პაციენტები იმკურნალებენ. საბჭოს წევრებმა განიხილეს როგორც საწოლფონდის, ისე სამედიცინო პერსონალის კუთხით არსებული რესურსები. აღინიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში საკმარისი რესურსი არსებობს, თუმცა ის ამოუწურავი არ არის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ყველა იმ რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა, რომელსაც უწყებათაშორისი საბჭო და ეპიდემიოლოგები გასცემენ.

 


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი