მიხეილ ჩხენკელი: „მასწავლებლების ხელფასების ზრდა დაწყებულია და გაგრძელდება... მასწავლებლები თანამედროვეობის გმირები არიან, ქედს ვიხრი მათ წინაშე"
25-10-2020, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

 

 

მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პედაგოგების როლი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში და მასწავლებელებს მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის.

 

 

„როგორც იცით, განათლების რეფორმა, ზოგადი განათლების მიმართულებით, სკოლების მიმართულებით, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სკოლისთვის მთავარი პიროვნება მასწავლებელია. შესაბამისად, მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა - ეს იქნება ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტული მიმართულება. აქ იგულისხმება მასწავლებლების ხელფასების ზრდა, რაც უკვე დაწყებულია და გაგრძელდება. მაგრამ, ხელფასები მხოლოდ ერთი ნაწილია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიაზარდოს მასწავლებლის როლი საზოგადოებაში და ეს პროფესია იყოს ჭეშმარიტად დაფასებული.

 


როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ტალღაა ახალგაზრდების, რომელთაც აქვთ დიდი სურვილი, გახდნენ მასწავლებლები. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მასწავლებლის პრესტიჟი საზოგადოებაში იზრდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებეთ, იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდეს.

 


განათლების რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება მომავლის სკოლა - ხვალინდელი სკოლა იქნება ადგილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს და თითოეულ მოსწავლეზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის განსაკუთრებული მზრუნველობა, რომელსაც გამოიჩენს სკოლა და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

 


განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი მასწავლებლების და სკოლის ხელმძღვანელების უდიდესი როლი პანდემიის პერიოდში გამოწვევების თვალსაზრისით, ის მაღალი შეფასებები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს და დააფიქსირეს ჩვენი განათლების სისტემის მიმართ, პირველ რიგში ჩვენი მასწავლებლების დამსახურებაა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ ამ გმირობისთვის. ისინი ჭეშმარიტად თანამედროვეობის გმირები არიან, ქედს ვიხრი მათ წინაშე" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი