კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის - 788, აჭარაში - 551, იმერეთში - 245, დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება
25-10-2020, 13:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 28 431-ს შეადგენს, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 


„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 928 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 28 431-ს შეადგენს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 604 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 10 767-ს.

 


სამწუხაროდ, 24 საათში 8 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ 201 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს.

 


დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის - 788, აჭარაში - 551, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

 


ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 893, აჭარაში - 714; მძიმე პაციენტი - 429, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში - 59, აჭარაში - 25. 2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 - აჭარაში, ხოლო 741 - თბილისში; 11 403 მკურნალობს ბინაზე.

 


საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 868, აჭარაში-2 059.

 


სულ, 6-24 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 8 296 პირი.

 

 

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 237 ადამიანი, აჭარაში - 10 245, იმერეთში - 3 861.

 


ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი