კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის" წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის" საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის" ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის კვლევაა გამოყენებული.
აღნიშნულ ვიდეო-რგოლში წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონის ვალდებულებების შესაბამისად არ არის წარმოდგენილი და სრულ ინფორმაციას არ შეიცავს. კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსის" რეკლამაში არ არის მითითებული ცდომილების ფარგლები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ვიდეო-რგოლში საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საარჩევნო კოდექსთან" შეუსაბამოდაა გამოყენებული, კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელა და „პატრიოტთა ალიანსის" საჩივარი ტელეკომპანია „იმედის" წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, ქმედების შეფასებას და შესაბამისად სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის შესახებ გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე იღებს. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, კომუნკაციების კომისიამ საჯარო სხდომა დღეს, არასამუშაო დღეს გამართა.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.