საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„რომ არ ვიცოდე როგორ მიზანმიმართულ ბოროტებასთან გვაქვს საქმე, ვიფიქრებდი, რომ ზოგიერთები დროსა და სივრცეში არიან არეულები, რადგან "ავიწყდებათ" რომელი და როგორი წელი გვაქვს, რა პირობებში გვიწევს ვირუსთან ერთად თანაცხოვრება, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში აქტიურად და მასიურად, თითქმის ყველა სფეროში შემოვიდა დისტანციურად მუშაობის პრინციპი. მათ შორის ჯარშიც. ამის ფონზე ეს "ნაღები საზოგადოება" იაფფასიან შეთქმულების თეორიებს თხზავს და ავრცელებს. თითქოს იმის იმან იქ იმის იმას ამაზე ეს ასე გაუკეთა...
რომ არც დაესიზმრებოდათ ისეთი საკბილო მიეცათ აბსოლუტურად ჩვეულებრივი და ბანალური დამთხვევით, რომ ბანკის დაყაჩაღებისას იქ მოქმედი სამხედროც აღმოჩნდა, რომელმაც თურმე როგორ გაბედა და დისტანციურ რეჟიმზე მუშაობისას ბაზაზე არ იყო და ზუგდიდელი კაცი, ზუგდიდში ბანკში შევიდა თავისი კუთვნილი ხელფასის ასაღებად.
მირჩევნია მჯეროდეს, რომ უჭკუობით მოსდით (არც უმაგისობაა), მაგრამ ცხადია, რომ ეს ჯარის და თითოეული სამხედროს წინააღმდეგ მიმართული აშკარა, ბინძური კამპანიის ნაწილი და მავნებლობაა, რომელიც რას და ვის ინტერესებს ემსახურება მარტივი გამოსაცნობია მისი "მთავარი" აქტორებით - ჟურნალისტიკის სირცხვილის - ელისო კილაძით და მისი "გამზიარებლებით"“, წერს მჭედლიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.