მიხეილ სააკაშვილი: „ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთვის, ქართველი ხალხი ემზადება დიდი გამარჯვებისთვის“
25-10-2020, 20:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურმა მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მიერ რუსთავში მოსახლეობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის წარდგენისას უკრაინიდან სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ „ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთვის“, ქართველი ხალხი კი ემზადება „დიდი გამარჯვებისთვის“.

 

 

„დიდი მადლობა, რომ დავით კირკიტაძეს უჭერთ მხარს, რადგან დათოს თავდავიწყებით უყვარს თავისი ქალაქი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად თავისი სამშობლო. უაღალატო ადამიანია, რომელიც ამდენი წელი არ გატყდა ციხის, დევნის, ათასგვარი შევიწროების მიუხედავად, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა თქვენგანი. ახლა უკვე დგება საბოლოოდ გამარჯვების დრო, 2020 წლის 31 ოქტომბერი არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის გამარჯვების, არამედ თითოეული ჩვენგანის ხელით საქართველოს საბოლოოდ გადარჩენის, განვითარების, წინსვლის, გაბრწყინების დიდი ეპოქა გაიხსნება.

 


რა თქმა უნდა, ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთვის, ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით, ის მიმართავს ათასგვარ ხრიკებს, მაგრამ, დაე, ემზადოს გაყალბებისთვის, ჩვენ, ქართველი ხალხი ვემზადებით დიდი გამარჯვებისთვის. სწორად ითქვა, რომ მარჯვნივ, მარცხნივ, ცენტრში ყველაფერი დათოს გაკეთებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. უფრო მეტსაც გეტყვით, საქართველოში ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებული და ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის გაფუჭებული. გაფუჭების რესურსი საქართველოში ამოწურულია, გასაფუჭებელი ძალიან ცოტა რამ დარჩა. ახლა ისევ გაკეთების, აღმშენებლობის დროა. ვის შეუძლია აღმშენებლობა თუ არა იმ ხალხს, ვისაც ეს ერთხელ უკვე ნაკეთები აქვს, რადგან ყველაფერი დანარჩენი არის ლაპარაკი და ზოგადი ფრაზები. ამ ხელებს აქვთ გაკეთებული, დათოს ხელებს აქვს ნაკეთები, ყველა მანდ მდგომის ხელებს აქვს ნაკეთები, დევი ჭანკვეტაძის ხელებს აქვს ნაბრძოლი და ეს იგივე ხელები ჩაკიდებული თქვენ ხელებთან, ერთმანეთის გვერდით დგომით ყველაფერს შევძლებთ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

მისი თქმით, 31 ოქტომბრის შემდეგ მეტოქეებს და მათ კრიტიკოსებს უნდა გაუწოდონ ხელი და წარსული მტრობა დაივიწყონ.

 

 

„მინდა, ვუთხრა ყველას, იმ ხალხსაც, ვინც ადრე ჩვენთვის ხმა არ მუცია, მეგობრებო, ახლა დგება დრო საქართველოს ხელახლა გაერთიანების. რვა წელი ივანიშვილი გვყოფდა, გაყოფა სატანისგან არის, ივანიშვილი გვყოფდა, გადაგვკიდა ერთმანეთს. მინდა, ყველას ვუთხრა, 31 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ დღევანდელ მეტოქეებს, დღევანდელ და გუშინდელ კრიტიკოსებს აუცილებლად უნდა გავუწოდოთ ხელი და ვუთხრათ, დავივიწყოთ წარსული მტრობა, დავივიწყოთ ყველანაირი ბოღმა, არავინ უნდა ჩაიდოს გულში, დავივიწყოთ ყველაფერი, რაც თქვენ გაგვიკეთეთ ცუდი, მე ამას ნამდვილად ვიტყვი. მოდით, ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქართველი ერი გაერთიანდეს და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი. მიუხედვად ყველაფერისა, ჩვენ გვაქვს გამარჯვების, პატიების, დამარცხებული მოწინააღმდეგისთვის ხელის გაწოდების ძალაც და ყველასთან ერთად ახალი საქართველოს აშენების ძალაც, ენერგიაც, გამოცდილება და ახალი იდეები“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი