ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კომენდანტის საათი დააწესა
26-10-2020, 09:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ესპანეთმა „კოვიდ-19“-ის ინფექციის გავრცელების შესაკავებლად და მასზე უფრო მეტი კონტროლის განხორციელების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ღამის საათებში კომენდანტის საათი დააწესა.

 


პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს და ის ძალაში კვირას შევა.

 


სანჩესის თქმით, საგანგებო ზომების ფარგლებში ადგილობრივ ხელისუფლებებს შეეძლებათ აკრძალონ რეგიონებს შორის მგზავრობა. მისივე განცხადებით, იგი პარლამენტს წინადადებით მიმართავს, რომ ახალი წესები თავდაპირველად ძალაში 15 დღით შევიდეს და მისი 6 თვით გაგრძელების შესაძლებლობა იყოს.

 


სანჩესის განცხადებით, სხვადასხვა რეგიონს შესაძლებლობა ექნება ღამის საათებში კომენდანტის საათის მოქმედების ხანგრძლივობის პერიოდი თავად განსაზღვრონ, რეგიონებს შორის გადაადგილებაზე შეზღუდვებს კი თავად რეგიონული ლიდერები გადაწყვეტენ და ის სამუშაო და სამედიცინო საჭიროებების შესაბამისად იქნება მიღებული.

 


ახალი წესები ასევე მოიცავს საჯარო და კერძო შეკრების შეზღუდვებს და მაქსიმუმ 6 ადამიანის შეკრება იქნება დაშვებული.

 


„მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ექსტრემალურია. ის ყველაზე სერიოზულია ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში“, განაცხადა სანჩესმა სატელევიზიო მიმართვისას.

 


ესპანეთი, რომელიც 2020 წლის დასაწყისში კორონავირუსის პირველმა ტალღამ მძლავრად დააზარალა და რომელსაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ამკრძალავი ზომები ჰქონდა მიღებული, ახლა მეორე ტალღასთან ბრძოლას ისევ მკაცრი შეზღუდვების დაწესებით აპირებს.

 


კვირას ახალი შეზღუდვები გამოაცხადა იტალიამაც, რომლის მთავრობამაც განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა უზარმაზარ ტვირთად აწვება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.

 


ამასობაში საფრანგეთმა ერთი დღის განმავლობაში ინფექციის რეკორდული შემთხვევების შესახებ გამოაცხადა. კვირის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საფრანგეთში 52 000 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, შაბათს კი ერთი დღის მაჩვენებელი 45 000-ს შეადგენდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი