დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო ქსელის მაქსიმალურად მობილიზებაა საჭირო, რადგან პანდემია ომზე ნაკლები არ არის.
„საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომაზე და დღესაც იყო რეკომენდაცია, რომ სამედიცინო ქსელის მობილიზება მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ. აქ შედიან ჩემი კოლეგები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არ არიან და სამედიცინო უნივერსიტეტის მქონე მაღალი კურსის სტუდენტები, მეექვსე კურსზეა საუბარი, ასევე რეზიდენტები. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ომში ვართ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, ამიტომ, როდესაც საჭიროა, სრული მობილიზება უნდა მოხდეს, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, ასევე მაათ შორის სტუდენტების. ქოლცენტრით მართვა, ადამიანების დარიგება, რეკომენდაციების გაცემა თავისუფლად შეიძლება. ამიტომ სწრაფი კურუკულუმია შედგენილი სტუდენტების გადამზადების, თუ რა უნდა იცოდნენ კოვიდზე. დარწმუნებული ვარ, ისინი ექიმთა ასისტენტებად თავისუფლად იმუშვებენ“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.