მკაცრი რეკომენდაცია გავეცით სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთანდაკავშირებით და უმნიშვნელოვანესია, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, რიგში დგომისას, გაჩერებებზე, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, წესების დაცვა პირდაპირ არის დაკავშირებული ვირუსის გავრცელების შენელებასთან.
„გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება მკაცრად რეკომენდებულია, ვინაიდან წესების დაცვა პირდაპირ არის დაკავშირებული ვირუსის გავრცელების შენელებასთან. ამაზე ბევრს საუბრობენ ექიმები და ეპიდემიოლოგები. თუ ჩვენ გვექნება წესების 90%-იანი შესრულება, განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, შევძლებთ, დაახლოებით 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ და რაც მთავარია, რაც უფრო მეტი იქნება წესების დაცვა, ჩვენ ნაკლებად მოგვიწევს წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.