დედაქალაქის მერი კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნას დაესწრო
26-10-2020, 13:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ცენტრი ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს მოამზადებს, რაც შემდეგში მათი დასაქმების გარანტიას შექმნის.

 

 

თბილისის მერის თქმით, ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებას და მათ დასაქმებას.  

 

 

დღეს ძალიან კარგი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს გავეცანით.სასწავლო პროცესი ნოემბერში დაიწყება დაცენტრს სრულფასოვნად ექნება შესაძლებლობა, დაიწყოს სპეციალისტების გადამზადება. ის მიმართულებები, რომელიც იყო ჩამოთვლილი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს დედაქალაქის პირობებში, როდესაც რეფორმა გვაქვს წამოწყებული  სატრანსპორტო პოლიტიკის სახით. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალი კადრების, პროფესიონალების შემოყვანა. მე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და ვახორციელებდი მასშტაბურ პროექტებს, მათ შორის იყო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მძიმე ტექნიკაზე მომუშავე სპეციალისტების შემოყვანა გვიწევდა სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან საქართველოში არ იყო საკმარისი რაოდენობა ამ ადამიანებისა. ეს ცენტრი ხელს შეუწყობს საჭირო კადრების, როგორც პრაქტიკულ, ასევე  თეორიულ მომზადებას. გაიცემა სერტიფიკატები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, არა მხოლოდ საქართველოში დასაქმდნენ, არამედ ჩვენს საზღვრებს გარეთაც“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ცენტრში დაგეგმილია სწავლება სხვადასხვა ტექნიკურ პროფესიაში. კერძოდ, ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, სპეციალური მძღოლი და გადამზიდველი, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეციალური ტექნიკის ოპერატორი მძღოლი, უსაფრთხოების სპეციალისტი, ავტოსატრანსპორტო ექსპერტი და სხვა.  

 

 

გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები, რისთვისაც მოეწყო ტექნიკური ინსპექტირების ერთი უნივერსალური და ექვსი LV ტესტირების ხაზი. ცენტრი აღჭურვილია მაღალი დონის  აპარატურით. 

 

 

პროექტში უკვე განხორციელდა 6 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის მოცულობის გაზრდა იგეგმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი