თბილისში დაუნის სინდრომის ცენტრი გაიხსნა
26-10-2020, 15:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაუნის სინდრომის ასოციაციის ცენტრის გახსნას დაესწრო.ასოციაციას, საკუთარი საქმიანობის განხორციელების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩიქოვანის ქუჩაზე 96 კვადრატული მეტრი სარემონტო ფართი გადასცა, რომლის გარემონტებაც ორგანიზაციამ ორწლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარ თავზე აიღო. სარემონტო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 32156 ლარი შეადგინა.

 


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მსგავსი ტიპის ცენტრი გაიხსნა,რომელიც ფოკუსირებული იქნება ბავშვებზე, მოზარდებზე და მათ მშობლებზე. აქ იმოქმედებს ცხელი ხაზი და იქნება საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მიმართულია დაუნი სინდრომის მქონე ადამიანების ადრეული ასაკიდან ჩართვისკენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

 


ცენტრიაერთიანებს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც მოიცავს: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განათლებასა და განვითარებას, ოჯახების ინფორმირებასა და გაძლიერებას, ზრდასრულთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას, სპეციალისტების პროფესიულ ზრდას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

 


ამჟამად, ორგანიზაცია აერთიანებს 600-მდე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ოჯახს ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის 300-მდე ოჯახს თბილისის მუნიციპალიტეტში.

 


ღონისძიებას მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები ირაკლი გვილავა და გელა ჩივიაშვილი, ასევე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეგიორგი ბირბიჩაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი