ბიძინა ივანიშვილის მორიგი საჩუქარი რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, ამჯერად გორის ცენტრში
26-10-2020, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გორელებს და არა მხოლოდ გორელებს მივაწოდოთ სასიხარულო ინფორმაცია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, გორის ცენტრში მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა მოხდა“,- განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში, მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე.

 


მისი თქმით, აღნიშნული პროექტის რეალიზება კიდევ ერთხელ ცხადყოფს ,,ქართუ" ჯგუფის და ბიძინა ივანიშვილის ხელწერას.

 


„წლების განმავლობაში, გორის ცენტრში მდებარეობდა ტერიტორია, ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში, ხელიდან ხელში გადადიოდა ისე, რომ ინვესტიცია არ განხორციელებულა. დღეს, ჩვენ გვაქვს საშუალება გორელებს და არა მხოლოდ გორელებს მივაწოდოთ სასიხარულო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა მოხდა. გორელებს კარგად ახსოვთ, როგორი მახინჯი პრაქტიკის საშუალებით ხდებოდა ქონების სხვადასხვა ორგანიზაციებზე და პირებზე გადაცემა, მაგრამ გორის ცენტრში ეს ტერიტორია,ნაგავსაყრელად იყო ქცეული . მხოლოდ მსგავსი ტიპის ქველმოქმედების საშუალებით გახდა შესაძლებელი, რომ ქალაქის ცენტრში გვქონდეს თანამედროვე რეკრეაციული ზონა , თანამედროვე დასასვენებელი პარკი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გორელი ახალგაზრდებისთვის უკიდურესად საჭირო ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდული ცენტრი . ახალგაზრდული ცენტრი იქნება ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი , არაფორმალური განათლების შესაძლებლობა , განვითარების შესაძლებლობა და ზოგადად აღნიშნული პროექტის რეალიზება კიდევ ერთხელ ცხადყოფს „ქართუ“ ჯგუფის და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიდგომას და მის ხელწერას“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 


როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია ქალაქს საჩუქრად გადასცა, სადაც „ქართუ“ სრულად დააფინანსებს როგორც თანამედროვე რეკრეაციული ზონის მოწყობას, ასევე ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი