გავრცელებული ინფორმაცია პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარის პარტიიდან წასვლის, ასევე, 300 წევრის მიერ ორგანიზაციის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ნათქვამია "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაში.
პარტიის ცნობით, მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ისპან ქარიმოვი, რომელიც სამი კვირის წინათ მარნეულის ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს, სხვა წევრებთან ერთად, საქმიანობას განაგრძობს, რაც შეეხება რამიზ გულმამედოვს - ის თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა გამგეობის მიერ, რისი მიზეზიც მისი არაეფექტური მუშაობა და კოალიცია ,,ქართულ ოცნებასთან" ფარული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გახდა.
"ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულის საკრებულოში დაიშალა ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები", ვინაიდან აღნიშნული ფრაქცია ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში დაიშალა. მას შემდეგ, რაც ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია დატოვეს, გულმამედოვის ხელმძღვანელობით მარნეულის რაიონულ ორგანიზაციაში პრაქტიკულად არანაირი სამუშაო არ ტარდებოდა. სწორედ ამიტომ გიულმამედოვმა გამგეობის სხდომაზე მიიღო სიტყვიერი გაფრთხილება, რასაც მოყვა მისი ულტიმატუმი და მუქარა - თუ მას თავმჯდომარეობიდან გადააყენებდნენ, ის ,,ქართულ ოცნებაში" გადავიდოდა. დღევანდელი მისი განცხადებით დადასტურდა მისი კავშირები კოალიციასთან", - ნათქვამია "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაში.
მამედ მამედოვმა, რამიზ გულმამედოვმა და ნიზამ ვალიევმა მარნეულის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს, რომ მათ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" რიგები დატოვეს და ასევე პარტია ადგილობრივი ორგანიზაციის 300-მა წევრმა დატოვა და "ქართულ ოცნებაში" გადავიდნენ.
მარნეულის საკრებულოს სამივე დეპუტატი "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების მიზეზად, პოლიტიკური მოსაზრებების შეუთავსებლობას ასახელებს.
"ჩვენ მხარს ვუჭერდით კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ კურსს და სწორედ ამიტომ ვიყავით ამ კოალიციაში შემავალი "თავისუფალი დემოკრატების" რიგებში. ,,თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური კურსი დღეს სრულიად ეწინააღმდეგება ,,ქართული ოცნების" კურსს, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ,,ქართული ოცნების" რიგებს შევუერთდეთ და დავტოვოთ ,,თავისუფალი დემოკრატების" რიგები. ამასთან ერთად, ,,თავისუფალი დემოკრატების" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი იქნა არჩეული, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია," - განაცხადა რამიზ გულმამედოვმა, რომლის ინფორმაციითაც, მათ გარდა ირაკლი ალასანიას პარტია 300-მა წევრმა დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.