საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 1,89 მლრდ ლარით, 5,49%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 36,38 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 552,91 მლნ ლარით (3,70%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1,34 მლრდ ლარით (6,85%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0,23%-ით).
ეროვნული ბანკის ცნობითვე, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4,69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6,03%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12,81 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7,03%-ით მეტი) მოცულობის სესხი.
2020 წლის სექტემბრის განმავლობაში 4,23%-ით, ანუ 732,34 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 18.05 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42,55 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0,73 პროცენტული პუნქტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.