თენგიზ ცერცვაძე: არსებული კვლევების მიხედვით, კორონავირუსი ორგანიზმში გართულებებს ტოვებს, თუმცა საკმარისი მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს
26-10-2020, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ცალკეული კვლევების მიხედვით, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ვირუსი უკვალოდ არ ქრება, არამედ ის გარკვეულ დაზიანებებს ტოვებს ორგანიზმში.

 

 

„იმ შემთხვევაში, თუ კოორნავირუსის დადასტურებიდან გასულია ათი დღე და პაციენტს სიმპტომები არ აქვს, ან ათი დღის განმავლობაში ჰქონდა სიმპტომები, მაგრამ შემდეგ სამი დღე არა, მაშინ, გაწერისას პაციენტს ტესტი განმეორებით აღარ უკეთდება. ასეთია საერთაშორისო სტანდარტი, რამეთუ ითვლება, რომ პაციენტი ამ 13 დღის შემდეგ გადამდები არ არის. ამიტომ მას ტესტი არ უკეთდება. არსებული კვლევების მიხედვით, რომელიც ჯერ ძალიან ცოტაა, კორონავირუსი ტოვებს დაზიანებებს, გართულებებს.

 

 

არის კვლევის შედეგები, რომ უკვალოდ ის არ გაივლის. ტოვებს დაზიანებებს ფილტვებში, ფიბროზული ზონრების სახით, ტოვებს გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემაში მიკროტრომბოზების სახით, ენდოთელიუმის დაზიანების სახით, შეიძლება დარჩეს მიოკარდიტი, ტოვებს ცენტრალური ნერვიული სისტემის მხრივ გარკვეულ დაზიანებებს. მაგრამ ჯერჯერობით ეს არის ცალკეული კვლევის შედეგები. საკმარისი მტკიცებულებები, რომ კოვიდი ნამდვილად ტოვებს სერიოზულ დაზიანებებს ჯერ არ არის. ჩვენ ჯერ ასეთი კვლევა არ გვიწარმოებია, ეს პროგრამა შედგენილი გვაქვს, სამინისტროში არის დასამტკიცებლად და მოხდება ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტის გამოძახება და გამოკვლევა სამი, ექვსი თვისა და ერთი წლის თავზე, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთვის, რომელიმე გაწერილ პაციენტს „კოვიდის“ გართულებების მიზეზით არ მოუმართავთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი