ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსთავში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი კოვიდისგან განკურნებული იყო და საკარანტინო სასტუმრო 25 ოქტომბერს დატოვა
26-10-2020, 19:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთავში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი კოვიდისგან განკურნებული იყო და საკარანტინო სასტუმრო 25 ოქტომბერს დატოვა, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 


როგორც სამინისტროში აცხადებენ, „მამაკაცი 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინო სივრცეში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო“.

 

 

„საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, ჩაუტარდა პისიარტესტირება და დაუდგინდა ინფექცია. საკარანტინო-სასტუმრო სივრცეში მასზე მეთვალყურეობას აგრძელდება ექიმი. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს ის გაწერეს. შესაბამისად, აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილთა პროტოკოლით შესაბამისად. ხაზი მინდა გავუსვა, რომ გაწერისას ეს პირის შეფასდა ექიმის მხრიდან. ის თავს კარგად გრძნობდა, არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი და ჩივილი. მან რამდენჯერმე მიმართა ექიმს, დროზე ადრე დაეტოვებინა კარანტინის სივრცე, ვინაიდან თავს კარგად გრძნობდა“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

 


როგორც უწყებაში აცხადებენ, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ამ ეტაპზე მიჩნეულია გულის უეცარი გაჩერება.

 


„გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, ამ ეტაპზე, შეგვიძლია მივიჩნიოთ გულის უეცარი გაჩერება, თუმცა მიმდინარეობს მოკვლევა“, განაცხადა გოგიტიძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი