ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი ირაკლი სესიაშვილი. იგი გულისწყვეტას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტთან 2 ოქტომბერს დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა აცხადებს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გარკვეულ ჯგუფს ძალადობისკენ მიმართულებას აძლევს.
"როგორც ადამიანს, მიმაჩნია, რომ ძალადობა ბადებს ძალადობას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გარკვეულ ჯგუფს ძალადობისკენ მიმართულებას აძლევს. მე, ეს ნამდვილად არ მომწონს. მეტიც, გული მწყდება, რომ ამ ადამიანებს პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან უმჯობესია ძალადობის გარეშე მოვახერხოთ აზრის გამოხატვა და პოზიციის დაფიქსირება", - განუცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებს და დაამატა: "თუ ვინმეს ეს ძალადობა ენატრება, მასზე, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები მოახდენენ ადეკვატურ რეაგირებას".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.