„ეს რეჟიმი უნდა წავიდეს“ - სოსო ჯაჭვლიანმა „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა და განაცხადა, რომ „ზონდერ ბრიგადის წევრი“ ვერასოდეს იქნება
27-10-2020, 09:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ წევრი მე არ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა „მთავრი არხის“ ეთერში.

 


„ღამის მთავარში“ ეკა კვესიტაძესთან ერთად, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, უფრო კონკრეტულად კი დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა.

 

 

„ზოგიერთ სპორტულ ფედერაციაში ჩამოყალიბდა ორგანიზაციული ფორმის მაფიოზური დაჯგუფებები, რომლებიც მხოლოდ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევიან და საერთო არაფერი აქვთ სპორტულ ღირსებებთან. სწორედ ამგვარი დაჯგუფება ჩამოყალიბდა მკლავჭიდის ფედერაციაში და სახელმწიფო ხელისუფლების გავლენიანი ფიგურების საშუალებით მოინდომეს მკლავჭიდის ფედერაციის გავლენის ქვეშ მოქცევა“ - ამბობს ჯაჭვლიანი.

 

 

 


მისი თქმით, კახა კალაძე უშუალოდ არის დაინტერესებული საკუთარი გავლენა ჰქონდეს ყველა სპორტულ ფედერაციაში და ამ მიზნის მისაღწევად დედაქალაქის მერი ყველა მეთოდს იყენებს.

 

 

„იმდენად გათავხედდნენ, რომ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე დაიწყეს მუქარები. საჯარო ბრძოლას ვუცხადებ ამ უნამუსო დამნაშავეებს და მოვითხოვ ყველა ფინანსურ დოკუმენტს, რომლებიც ღიად ადასტურებს ჩვენი ფედერაციის კანონიერ საქმიანობას“, აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.

 


მისივე თქმით, ფედერაციიდან გათავისუფლებული მწვრთნელები ფინანსურ დარღვევებზე აპელირებენ, თუმცა როგორ ჯაჭვლიანი ამბობს, არანაირი ფინანსური დარღვევა მის ფედერაციაში მისი ხელმძღვანელობის დროს არ მომხდარა და ყველა გადარიცხვა, ყველა ანგარიში გამჭვირვალეა.

 

 

ის იხსენებს, რომ მისი გამგეობის მდივანს ღამის 2 საათზე სახლში მიაკითხეს და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, ხოლო სამართალდამცველებს ჯაჭვლიანის თქმით, ამ ყველაფერზე რეაგირება არ ჰქონიათ.

 


17 ოქტომბერს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის შეხვედრა ხმაურით დასრულდა, სოსო ჯაჭვლიანს სხდომაზე წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი