ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს,იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.
დღეს, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და მოითხოვეთ გადასატანი საარჩევნო ყუთი. ზარების მიღება ამ წუთებშიც გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ცესკომ 26 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადის გახანგრძლივების შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე დააფიქსირონ თავიანთი მოთხოვნა. გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.
ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე გახანგრძლივებულიყო მომართვის ვადა სპეციალურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესში ჩართვის მიზნით დასარეგისტრირებლად როგორც საარჩევნო სუბიექტებისთვის, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს როგორც თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ისე არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დროულად მოგვმართონ და გაიარონ შესაბამისი პროცედურები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.