[ვიდეო] დავით როსტომაშვილი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა ერთი კვირით ონლაინ სწავლებაზე გადადის
27-10-2020, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა 28 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ონლაინ სწავლებაზე გადადის.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები

 

როგორც GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, დავით როსტომაშვილმა განუცხადა, დისტანციურ სწავლებაზე სკოლის დროებით გადასვლა საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილი 


„მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე, სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 1 კვირით სწავლის რეჟიმი იცვლება, სკოლები იკეტება და სწავლება ონლაინ რეჟიმზე გადადის. 4 ნოემბრიდან კი, ჩვეულებრივ დავუბრუნდებით საკლასო ოთახებს“, უთხრა GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, დავით როსტომაშვილმა.

 

 


მისი თქმით, ლამბალოს საჯარო სკოლაში, სადაც ახალი სასწავლო წლიდან 1 350-მდე მოსწავლე სწავლობს, დღემდე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

 


თუმცა, როგორც დირექტორი ამბობს, სკოლა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2016 წელს აშენდა და რომლის მშენებლობასა და რემონტზეც 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, 1 000 მოსწავლეზეა გათვლილი, წელს კი კონტინგენტი გაიზარდა და მათმა საერთო რაოდენობამ 1 350 შეადგინა. აქედან გამომდინარე კი, იმის მიუხედავად, რომ სწავლება 2 ცვლაში მიმდინარეობს, დავით როსტომაშვილის თქმით, მოსწავლეებს შორის დისტანციის დაცვა ჭირს.

 

 

 


„როცა სკოლაში ამდენი ბავშვია, ბუნებრივია, ძნელი ხდება დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა, მით უფრო იმ ფონზე, რომ სკოლა 1 000 ბავშვზეა გათვლილი და ჩვენ 350-ით მეტი მოსწავლე გვყავს. მაგრამ საბედნიეროდ, დღემდე ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც მოსწავლეებში და არც მასწავლებლებში. იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთ მდგომარეობას შევინარჩუნებთ“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორმა, დავით როსტომაშვილმა.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილი 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი