გერმანიის ბუნდესტაგში გერმანულ-ქართული ფორუმი დაფუძნდა. ფორუმის დაარსების წესდებას ხელი მოაწერეს ბუნდესტაგის დეპუტატებმა აქსელ ფიშერმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია), სვენია შტადლერმა (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ტობიას ლინდნერმა (მწვანეთა პარტია), ოლავ გუტინგმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია), მარტენ ფონ მარშალმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია), იოზეფ რიფმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია) და ოტო ფრიკემ (თავისუფალი დემოკრატები).
ფორუმის დაარსების ინიციატივა ეკუთვნის დეპუტატ აქსელ ფიშერს, საქართველოს მეგობარს, რომელიც მმართველი საბჭოს თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელებს ფორუმის საქმიანობას.
ფორუმის მიზანს წარმოადგენს საქართველო-გერმანიას შორის არსებული ტრადიციულად კარგი ურთიერთობების განმტკიცება და გაფართოება, გერმანიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება.
გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ და მათი მზაობა ხელი შეუწყონ ქართულ-გერმანული ურთიერთობების განმტკიცებას, კარგ საფუძველს ქმნის ფორუმის მომავალი წარმატებული საქმიანობისათვის.
„აღსანიშნავია, რომ ფორუმი შექმნის დამატებით პლატფორმას ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური პარტნიორობისთვის, რაც მტკიცე საფუძველი იქნება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიალური მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ჩრდილო ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის მიზნით.“-აცხადებს გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია.
უახლოეს მომავალში იგეგმება ფორუმის გაფართოება, რაც გულისხმობს როგორც ქართველი, ისე გერმანელი პოლიტიკოსების, საზოგადოებრივი წრეებისა და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლების ფორუმში ჩართულობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.