აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის სავალუტო მარაგები სწრაფი ტემპით მცირდება. სექტემბრის თვეში შემცირების რაოდენობა 3.7% (271.2 მილიონი დოლარი) იყო, რომლის შედეგადაც ამჟამად ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის სავალუტო მარაგი 7 მილიარდ 44 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ბოლო ოთხი წლის მინიმუმს წარმოადგენს.
რადიო “თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანელი ეკონომისტი, ექსპერტი სამირ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის სავალუტო მარაგები ბოლო ცხრა თვის განმავლობაში 49 პროცენტით (6 მილიარდ 700 მილიონი დოლარი) შემცირდა. მისი აზრით, ამისი მიზეზი ქვეყნიდან კაპიტალის საზღვარგარეთ გადინება არის. აზერბაიჯანში ბიზნეს გარემოს გაუარესების გამო, მეწარმეები საქართველოში, ყაზახეთსა და უკრაინაში, ასევე ევროპის ქვეყნებში გადადიან.
“ნავთობის გაიაფების პარალელურად გაიზრდება მანათზე [აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტა] ზეწოლა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანს მანათის სიმყარე წარმოადგენს, მანათის ბედს ნავთობი განსაზღვრავს”- აღნიშნავს ექსპერტი.
tvfree.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.