სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 36 ზუგდიდში დაფიქსირდა
27-10-2020, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 407 ადამიანს ჩაუტარდა, ვირუსი 63 პირს დაუდასტურდა. აქედან 36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, შვიდი წალენჯიხაში, ექვსი ფოთში, ხუთი შემთხვევა გამოვლინდა მესტიაში, ოთხი სენაკში, ასევე ოთხი შემთხვევა არის დადასტურებული ჩხოროწყუში, ერთი კი ხობში დაფიქსირდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 

 

პაციენტების ნაწილი კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან, ნაწილი კი ახალი შემთხვევებია.

ამასთან, ამ ეტაპზე, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდინფიცირებული, მათგან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუხის კლინიკაში გამოჯანმრთელდა ათი პირი, მათგან ცხრა ზუგდიდელია, ერთი კი ჩხოროწყუს მაცხოვრებელია.

 

 

ამასთან, კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალბატონი იმერეთის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში მკურნალობდა. ქალბატონს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მოხუცი ჩხოროწყუს მკვიდრი იყო.

 

 

ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი