„საერთაშორისო მიდგომებიდან გამომდინარე, ტერორიზმის კვალიფიკაციას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტი, ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, ან პოლიტიკური მოთხოვნა. ზუგდიდის შემთხვევაში არანაირი ინფორმაცია არ გვქონია პოლიტიკური მიზეზის შესახებ. მძარცველს უნდოდა ქონების მითვისება ძალადობრივი მეთოდებით,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის შეფასებით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე გამოძიების ტერორიზმის მუხლით წარმოება გაუგებარია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვერ აბამს ამ საქმის გამოძიებას და არაპროფესიონალურად უმატებენ მუხლს იმისთვის, რომ საქმეში უსაფრთხოების სამსახური ჩაერთოს.
„ან გამოვა უსაფრთხოების სამსახური და იტყვის, თუ როგორ ჰქონდა ამას პოლიტიკური კომპონენტი, ან გამოდის, რომ აბსოლიტურად ზედაპირულად და არაპროფესიონალურად უმატებენ მუხლს მხოლოდ იმისთვის, რომ ამ საქმეში ჩაერთოს უსაფრთხოების სამსახური. გამოდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვერ აბამს ამ საქმის გამოძიებას, არავითარი სიურპრიზი ეს ჩვენთვის არ იქნება და არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმარტივესი საქმეები ვერ მიჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლომდე. გამობრძანდეს უსაფრთხოების სამსახური და მიუთითონ რატომ არის ეს ტერორისტული აქტი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.