ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილისთვის ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთის ფაქტს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა.
როგორც მან, მოსამართლე ბარბაქაძის მიერ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ ქუთაისში განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება "ძალიან ძვირი დაუჯდება", როგორც დღევანდელ ხელისუფლებას, ისე ქვეყანასაც.
"მოსამართლემ ვერ გაუძლო წნეხს, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება, რაზეც პასუხს აგებს პირველ რიგში ღარიბაშვილის მთავრობა, დღევანდელი ხელისუფლება და პირველ რიგში მათი დეფაქტო მმართველი, ივანიშვილი.
მათ დაუჯდებათ პოლიტიკურად ძალიან ძვირი, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანასაც ძალიან ძვირი დაუჯდება ამ პოლიტიკური კულტურის დანერგვა, ის, რომ ოპონენტებს პოლიტიკური მოტივით სვამენ ციხეში.
სასამართლოსაც დაუჯდება ძალიან ძვირი ასეთი პრეცედენტები, როდესაც აშკარად რეჟიმისადმი ხარკის გადახდა მოხდა, ნებისმიერი ადამიანისათვის ნათელია, რომ ეს დიფერენციაციაც არის გაზავების მცდელობა, ეს არის ცუდი დღე არა მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის, არამედ ქვეყნისათვის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.