ირაკლი ღარიბაშვილი: მასწავლების საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუთანაბრდება
05-10-2015, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრის სურვილია მასწავლებლის პროფესიული დღე მომავალ წელს უფრო დიდი პომპეზურობით აღინიშნოს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საკრებულოში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ღარიბაშვილის თქმით, მასწავლებლის დღე უნდა იყოს ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენს ცხოვრებაში და მან მოუწოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს, რომ მომავალ წელს მასწავლებლის დღე მთელ საქართველოშო კიდევ უფრო მეტი პომპეზურობით აღინიშნოს. პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ ცვლილებებზე რომელიც საქართველოს მთავრობამ განათლების სისტემაში ბოლო სამი წლის განმავლობაში განახორციელა.


"ჩვენ დავიწყეთ ხელფასების ეტაპობრივი ზრდა და 2015-16 წლებისთვის საბაზისო ხელფასის 65%-იანი ზრდა დაფიქსირდება, ხოლო მასწავლების საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუთანაბრდება. კარგად მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, მასწავლებელი იყოს აბსოლუტურად უზრუნველყოფილი, მან არ იფიქროს არაფერზე, გარდა ერთისა, რომ მაქსიმალური ცოდნა მისცეს ჩვენს მომავალ თაობას და ღირსეული თაობა აღგვიზარდოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, როდესაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 617 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს 840 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო გაისად 975 მილიონი ლარი იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ არავითარი ყურადღება არ ექცეოდა მეცნიერებას, ხოლო "ქართული ოცნების" მთავრობამ მეცნიერების ხელფასები ორნახევარჯერ გაზარდა და თუ მაგალითად იყო 200-240 ლარი, ახლა არის 700 ლარი. მისივე ინფორმაციით, მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს 245 ლარი იყო, 2016 წელს კი მინიმუმ 405 ლარი იქნება, რასაც ემატება საფეხურების მიხედვით თანხები და შეიძლება შეადგენდეს 700 ლარს, 1 000 და მეტ ლარს.


პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში 100 ახალი სკოლა გაიხსნა; 1 069 სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა; 21 ფაკულტეტზე სწავლა უფასო გახდა; 1 150 სკოლაში უფასო ტრანსპორტირება ხორციელდება; დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსწავლის უფასო სასკოლო სახელმძღვანეობით უზრუნველყოფა ხდება. ღარიბაშვილის თქმით, ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს და მან ასევე პირობა დადო, რომ შეეცდება ძალიან მოკლე დროში გადაჭრას პედაგოგების წინაშე არსებული პრობლემები.


"გპირდებით, რომ თქვენი მდგომარეობა იქნება იმის შესაფერისი, რასაც თქვენ ემსაურებით", - მიმართა ღარიბაშვილმა პედაგოგებს და აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პრესტიჟული და დაფასებული უნდა გახდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი